კანონი მეშვიდე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა. 2რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა. 3დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა. 4გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა. 5ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა. 6უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით. 7რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. 8სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა. 9მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.
1დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 2ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი. 3ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. 4რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 5მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს. 6და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი. 7ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი. 8ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. 9შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. 10ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. 11იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო. 12მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა. 13დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. 14რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.
1ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა. 2ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი. 3პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა. 4მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი. 5რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე. 6რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან. 7ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი. 8და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე. 9და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი. 10რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი. 11და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა. 12კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. 13ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ. 14ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ. 15ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე. 16ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი. 17რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მის თანა. 18რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას. 19შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს. 20კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდებაი.
1ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე. 2სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი. 3ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად. 4მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა. 5შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა. 6და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს. 7ისმინე, ერო ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე. 8არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. 9არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა; 10რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი. 11ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს. 12შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი. 13ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა? 14შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. 15და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე. 16ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა? 17შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. 18იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. 19პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა. 20შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური. 21ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. 22გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა. 23მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
1მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 2უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 3რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 4შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 5რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 6რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 7მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 8მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 9გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 10გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 11ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 12მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 13ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 14მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 15უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 16რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 17მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 18კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 19მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. დიდებაი.
1რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე? 2სიცრუვესა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი. 3შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა. 4შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი. 5ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით. 6იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: 7აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა. 8ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 9აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.
1თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი. 2ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე. 4არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს. 5მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი. 6ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
1ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. 2ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. 3რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. 4აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა. 5მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. 6და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ. 7რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.
1ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა. 2მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი. 3ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე. 4გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა. 5შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან. 6და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო. 7ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა. 8მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა. 9დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა. 10დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა. 11და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი. 12რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან. 13ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო. 14რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა. 15მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა. 16მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი. 17მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი. 18იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა. 19ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა. 20მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი. 21განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი. 22მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა. 23ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაი.



