გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

მეთოთხმეტე კანონი

1უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, და ღაღადებაი ჩემი შენდა შევედინ. 2ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. 3რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განხმეს. 4იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. 5ხმითა სულ-თქუმისა ჩემისაითა შეჰხმეს ხორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. 6ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუი ნატამალსა. 7უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა. 8მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. 9რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჰსჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი. 10პირისაგან რისხვისა და გულის წყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. 11და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს, და მე ვითარცა თივაი განვხემ. 12ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. 13შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. 14რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ. 15და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა. 16რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. 17მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ჰყო ვედრებაი მათი. 18დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა; 19რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, 20რაითა შეისმინოს სულ-თქუმაი შებორკილებულთაი და განჰხსნეს ნაშობნი მოკლულთანი, 21თხრობად სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მისი - იერუსალემს, 22შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. 23მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაი მითხარ მე. 24და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა; თესლითი თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. 25დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. 26იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. 27ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ, 28ძენი მონათა შენთანი დაემკვიდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.

1აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. 2აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, 3რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი; 4რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; 5რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. 6ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა. 7აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი. 8შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს; 10არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. 11რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა; 12რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი. 13ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. 14რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ. 15კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს; 16რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. 17ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, 18და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. 19უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების. 20აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი. 21აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა. 22აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდებაი.

1აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ, 2შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი. 3რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; 4რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; 5რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. 6უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. 7შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან. 8აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. 9საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. 10რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; 11ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა. 12მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი. 13დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი. 14რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით. 15და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. 16განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ. 17მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა. 18მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა. 19შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. 20დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი, 21ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. 22აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან. 23გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე. 24ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა. 25ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა; 26მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. 27ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა; 28მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. 29ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან. 30გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი. 31იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა. 32რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან. 33ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 34ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. 35მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდებაი.

1აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 2აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკვირველებათა მისთა. 3იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაი. 4მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის. 5მოიხსენეთ საკვირველებათა მისთაი, რომელ ქმნა, სასწაულნი, და სამართალნი პირისა მისისანი. 6ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილი იაკობისნი რჩეულნი მისნი. 7თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. 8მოიხსენა უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად, 9რომელ-იგი დასდვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისააკის თანა. 10და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ. 11ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაი იგი ქანანისაი ნაწილად მკვიდრობისა თქუენისა; 12რამეთუ იყვნეს იგინი რიცხვით მცირე-მცირე და მსხემ მას შინა. 13და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად. 14არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა; 15ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ. 16და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაი შემუსრა. 17წარავლინა წინაისწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები. 18დაამდაბლნეს ბორკილითა ფერხნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან. 19ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა, სიტყუამან უფლისამან გამოახურვა იგი. 20მიავლინა მეფემან და განჰხსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი. 21და დაადგინა იგი უფლად სახლისა თვისისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა; 22სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თვისი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად. 23და შევიდა ისრაელი ეგვიპტედ, და იაკობ დაემკვიდრა ქუეყანასა მას ქამისსა. 24და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროის მტერთა მისთა. 25გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუვად მონათა შორის მისთა. 26წარავლინა მოსე მონაი მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თვისისა; 27დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი, და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა. 28მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი. 29გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყვიდნა თევზნი მათნი; 30განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაისა. 31თქუა, და მოხდა ძაღლის მწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა. 32დასხნა წვიმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა. 33და დასცა ვენახები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაი. 34თქუა, და მოხდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხვი; 35შეჭამა ყოველი თივაი ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაი. 36და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისაი. 37და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ. 38იხარა ეგვიპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა. 39განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე. 40ითხოვეს, და მოხდა მწყერ-მარხილი, და პურითა ზეცისაითა განაძღნა იგინი; 41სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი. 42რამეთუ მოიხსენა სიტყვისა წმიდისა თვისისა, რომელ ჰყო აბრაამის მიმართ მონისა თვისისა. 43და გამოიყვანა ერი თვისი სიხარულით და რჩეულნი მისნი შუებით. 44და მისცა მათ სოფლები წარმართთაი, და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს, 45რაითა დაიცვნენ სამართალნი მისნი და ჰსჯული მისი მოიძიონ. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →