გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეთხუთმეტე

1აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 2ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? 3ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. 4მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 5რაითა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა. 6ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ. 7მამათა ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის მეწამულისასა. 8და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი; 9და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; 10და განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა მათთაისა; 11და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა. 12და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა მისსა. 13ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა. 14და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა. 15და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა სავსებაი სულსა მათსა. 16და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაი უფლისაი. 17განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი; 18და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი. 19და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას; 20და ცვალეს დიდებაი მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა. 21და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს შინა, 22საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. 23და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი. 24და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი; 25დრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი. 26და აღიღო ხელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა. 27და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის. 28და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი. 29და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი. 30და დასდგა ფინეზ და ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი; 31და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლადმდე მიუკუნისადმე. 32და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის, 33რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა. 34და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან. 35და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; 36და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ; 37და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა. 38და დასთხიეს სისხლი უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა. 39და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა. 40და განრისხნა გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი; 41და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი; 42და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა. 43მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა. 44და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი; 45და მოიხსენა აღთქუმისა თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა; 46და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა. 47მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა. 48კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდებაი.

1აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი, 2თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან მტერთაისა, 3და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და დასავალით და ჩრდილოით და ზღვით. 4შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს. 5ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. 6ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი. 7და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა. 8აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 9რამეთუ განაძღო სული ხუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, 10მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა. 11რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს; 12და დამდაბლდა შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა. 13ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი. 14და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა. 15აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 16რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა. 17შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს; 18ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა. 19ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი. 20მოუვლინა სიტყუაი მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა. 21აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, და 22შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით. 23რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა, 24მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი ღრმათა შინა. 25თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი; 26აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა შინა დადნებოდა. 27შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა. 28ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი 29და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი; 30და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა. 31აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა. 32აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას. 33დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად, 34ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა. 35დასდვა უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა; 36და დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა, 37და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი. 38და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა. 39და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა. 40მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა. 41და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა. 42იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი. 43ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი? დიდებაი.

1განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. 2განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად. 3აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის. 4რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი. 5აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი. 6რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 7ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო. 8ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი, 9მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. 10ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე? 11არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 12მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი. 13ღმრთისა მიერ ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.

1ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ. 2რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა. 3და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად. 4სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ. 5და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა. 6დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა. 7საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას. 8იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. 9იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ. 10შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. 11აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი. 12ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი. 13იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი. 14აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ. 15იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი. 16ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად. 17და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან. 18და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა. 19ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს. 20ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა. 21და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი. 22მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის. 23და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა. 24მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ. 25და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი. 26შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 27და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე. 28იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს. 29შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი. 30აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას. 31რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →