კანონი მეთვრამეტე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი. 2უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან. 3რაი მოგეცეს შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა. 4ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა. 5ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. 6მრავალ ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ მამშვიდებელ. 7რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
1აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი. 2შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი. 3ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა. 4აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან. 5უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა. 6მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე. 7უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. 8უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე.
1ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. 2დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ. 3იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა. 4რამეთუ მუნ აღხდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა; 5რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა. 6იკითხეთ მშვიდობაი იერუსალემისაი და განგებულებაი მოყუარეთა შენთაი. 7იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი გოდოლ-ტაძრებსა შენსა. 8ძმათა ჩემთათვის და მეგობართა ჩემთათვის ვიტყოდე მე მშვიდობასა შენთვის. 9სახლისათვის უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.
1შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. 2აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. 3მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა. 4უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.
1არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან. 2არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე შთამნთქნეს ჩუენ, 3რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა; წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს ჩუენ, 4ღუარსა განხდა სული ჩუენი. 5განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა? 6კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. 7სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით. 8შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. დიდებაი.
1რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2მთანი გარემოის მისსა, და უფალი გარემოის ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე. 3რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაი ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყუნენ მართალთა უჰსჯულოებად ხელნი მათნი. 4კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა. 5ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უჰსჯულოებისათა, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.
1რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუ სიონისაი, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. 2მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაი ჩუენი გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა. 3განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. 4მოაქციე, უფალო, ტყუ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. 6მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.
1არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი. 2ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაი, აღსდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა. 3აჰა სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისაი. 4ვითარცა ისარი ხელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყუნენ ძენი განყრილთანი. 5ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაი თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
1ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. 2ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. 4შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა. 5აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა. 6გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა. 7და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.
1მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან. 2მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. 3ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი. 4უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. 5ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. 6იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი, რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა. 7რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა. 8და არა ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. დიდებაი.
1ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი; 2იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა. 3უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი. 4სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა. 5სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა. 6რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.
1უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა. 2არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი, ვიქმენ მე, ვითარცა ყრმაი, განყენებული სძისაგან დედისა თვისისა, რაითამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა. 3ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
1მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. 2ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა. 3უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა. 4ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა. 5ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 6ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა. 7შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი. 8აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი. 9მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ. 10დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. 11ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. 12და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. 13რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა. 14ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. 15ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. 16მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. 17მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. 18მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.
1აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად. 2ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა. 3ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი და ცხოურებაი უკუნისამდე.
1აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა. 3გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი. დიდებაი.



