გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეოთხე

1შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო. 8რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა. 9უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი. 10ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი. 14ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ. 15თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი. 16მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე. 17ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე. 18იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. 19იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე. 20იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. 21უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო. 22იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

1მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე. 2გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. 3რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. 4არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. 5მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე. 6დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო: 7სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი. 8უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი. 9ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; 10რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა. 11ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. 12ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.

1უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? 2მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. 3განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ. 4ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი. 5რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. 6და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. 7ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. 8შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. 9ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. 10რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. 11შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის. 12ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა. 13მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 14დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდებაი.

1შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 2ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი ვედრებასა ჩემსა შენდამი, აღპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა. 3ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანა-წარმწყმედ მე, რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა. 4მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე. 5რამეთუ არა გულისხმა-ჰყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენნე. 6კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 7უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას. 8უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა. 9აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.

1შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 2შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. 3ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. 4ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით. 5ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. 6და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი. 7ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი. 8ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი. 9ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი. 10უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. 11უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

1აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. 2უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო. 3უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 4უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. 5რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. 6ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. 7უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. 8მე შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. 9რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი? 10ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. 11მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული, 12რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდებაი.

1შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე. 2მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. 3რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე. 4და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. 5და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. 6მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. 7ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი; 8და არა მიმცე მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი. 9მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. 10რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. 11ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან. 12დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. 13რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 14ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. 15და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა. 16გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 17უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად. 18უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. 19ვითარ მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა. 20დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა. 21კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა. 22ხოლო მე ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი. 23შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა. 24მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.

1ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. 2ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი. 3რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე; 4რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. 5ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი. 6ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს. 7შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე-მოუცავ მე. 8გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. 9ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს. 10მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ. 11იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →