კანონი მეჩვიდმეტე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა. 2ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი. 3რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. 4შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. 5წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა. 6მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა. 7აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 8სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. 9რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. 10ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. 11გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ. 12კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 13ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. 14გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. 15მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი. 16სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი. 17მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. 18განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი. 19მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. 20სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. 21შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. 22მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. 23და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. 24და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. 25მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა. 26გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 27გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა. 28მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა. 29გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე. 30გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 31შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე. 32გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. 33ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის. 34გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. 35მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. 36მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. 37მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე. 38დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან. 39მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. 40ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. 41და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა. 42და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. 43და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. 44და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 45და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 46და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა. 47და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად. 48და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა. 49მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. 50ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. 51ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე. 52მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. 53ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი. 54საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. 55მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი. 56ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. 57ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი. 58ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა. 59განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა. 60განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. 61საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 62შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. 63შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. 64წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 65სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა. 66სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. 67პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე. 68ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 69განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. 70შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე. 71კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. 72კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა. დიდებაი.
73ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. 74მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 75გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე. 76იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა. 77მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. 78ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა. 79მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. 80იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე. 81მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 82მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე? 83რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 84რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? 85მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო. 86ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე. 87წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. 88წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. 89უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა. 90და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს. 91ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. 92არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. 93უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. 94შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. 95მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ. 96ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად. 97რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. 98უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. 99უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. 100უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. 101ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. 102სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე. 103რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა! 104მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი. 105სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _ ალაგთა ჩემთა. 106ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 107დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა. 108ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. 109სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 110დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. 111დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. 112მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა. 113უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე. 114შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. 115მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. 116შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. 117შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. 118შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. 119გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი. 120განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. 121ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. 122შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. 123მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. 124ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. 125მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი. 126ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი. 127ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; 128ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე. 129საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. 130განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა. 131პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდებაი.
132მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა. 133სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. 134მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. 135გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 136ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი. 137მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. 138ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად. 139განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა. 140გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. 141ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. 142სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ. 143ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. 144სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე. 145ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. 146ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი. 147აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. 148აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. 149ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 150მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს. 151ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. 152დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. 153იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე. 154საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე. 155შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს. 156წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე. 157მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. 158ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს, 159იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. 160დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. 161მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა. 162ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი. 163ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე. 164შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. 165მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. 166ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. 167დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. 168დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. 169მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე. 170შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე. 171აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. 172თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. 173იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. 174მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. 175ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე. 176შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდებაი.



