კანონი მეთორმეტე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე. 2იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ. 3მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. 4ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 5რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ. 6ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა. 7დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი. 8არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ. 9ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა. 10რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი. 11მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა. 12აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე; 13რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. 14ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. 15და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. 16მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი. 17ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.
1საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. 2უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. 3დიდებული ითქუა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო. 4მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაი, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი იშვნეს მუნ. 5დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. 6უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაითა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. 7ვითარ მხიარულთა ყოველთა მკვიდრობაი შენდამი არს.
1უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა; 2შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა. 3რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა. 4შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი. 5მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს. 6დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. 7ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა. 8განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე. 9და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი. 10მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ? 11მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა? 12საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა? 13და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ. 14რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? 15გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი. 16ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე. 17გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად. 18განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდებაი.
1წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. 2რამეთუ ჰსთქუ: უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი. 3ვყავ აღთქუმაი რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა; 4უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე საყდარი შენი. 5აღიარებდენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. 6რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა? 7ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა. 8უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ, ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაი შენი გარემო არს შენსა. 9შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშვიდებ. 10შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაითა განაბნიენ მტერნი შენნი. 11შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი, სოფელი და სავსებაი მისი შენ დააფუძნე. 12ჩრდილოი და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ. 13შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ხელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი. 14სიმართლე და განკითხვაი არს განმზადებაი საყდრისა შენისაი, წყალობაი და ჭეშმარიტებაი ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა. 15ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო, ნათლითა პირისა შენისაითა ვიდოდიან, 16და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ. 17რამეთუ სიქადული ძალისა მათისაი შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაი ჩუენი. 18რამეთუ უფლისაი არს შეწევნაი და წმიდისა, ისრაელ, მეუფისა ჩუენისაი. 19მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაი ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. 20ვპოვე დავით, მონაი ჩემი, და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას. 21რამეთუ ხელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. 22არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. 23და მოვსრნე პირისა მისისაგან მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამხუნე. 24და წყალობაი ჩემი და ჭეშმარიტებაი ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაი მისი; 25და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი. 26მან მხადოს მე: მამაი ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაი. 27და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროის მეფეთა ქუეყანისათა. 28უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაი ჩემი, და აღთქუმაი ჩემი ერწმუნოს მას. 29და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი, და საყდარი მისი ვითარცა დღენი ცისანი. 30და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი, და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, 31სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ, 32განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი; 33ხოლო წყალობაი ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა, 34არცა შევაგინო აღთქუმაი ჩემი და რაი-იგი აღმოხდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვჰყო. 35ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. 36ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა. 37და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნოი ცათა შინა. 38ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი; 39დააქციე აღთქუმაი მონისა შენისაი, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი. 40დაარღვიენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ; 41და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანა-წარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოისთა მისთა. 42აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთაი და ახარე ყოველთა მტერთა მისთა. 43გარე-მიაქციე შეწევნაი მახვილისა მისისაი და არა შეეწიე ბრძოლასა შინა. 44დაჰხსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამხუ; 45შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხვილი. 46ვიდრემდის, უფალო, გარე-მიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაი შენი? 47მოიხსენე შენ, რაი არს არსებაი ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი? 48ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იხსნეს სული თვისი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა? 49სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა? 50მოიხსენე, უფალო, ყუედრებაი მონათა შენთაი, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაი; 51რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა. 52კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე, იყავნ, იყავნ. დიდებაი.
1უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე. 2პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ. 3ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო. 4რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა. 5წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს. 6რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით. 7დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა. 8რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; 9წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით. 10ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი. 11მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი. 12მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა. 13აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. 14მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. 15და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა. 16და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
1რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. 2ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. 3რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. 4ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. 5არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; 6ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. 7დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. 8ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. 9რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. 10არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. 11რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; 12ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; 13ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. 14რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. 15ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. 16დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი. დიდებაი.



