გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეცხრამეტე

1აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა, 2რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 3აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; 4რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად. 5რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა; 6ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; 7აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა, 8რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე; 9გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა; 10რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი; 11სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა. 13უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. 14რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. 15კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი. 16პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ, 17ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. 18ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ. 19სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა, 20მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. 21კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.

1აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 5რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 6რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 7რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 8მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 9მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 10რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 11და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 12ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 13რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 14და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 15და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 16რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 17რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 18და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 19სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 20და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 21და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 22სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 23რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 24და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 25რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 26აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

1მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. 2ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი. 3რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა, გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. 4ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა. 5უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. 6აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. 7მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაი, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. 8ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ. 9ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაი.

1აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი. 2და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაი შენი. 3რომელსა დღესა გხადოდე შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა. 4აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი, 5და გიგალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაი უფლისაი. 6რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. 7ვიდოდი-ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ხელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან. 8უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.

1უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი, 2შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; 3ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ; 4რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა; 5აჰა უფალო, შენ სცან ყოველი უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი. 6საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. 7ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? 8აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; 9აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, 10და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 11და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. 12რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. 13რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. 14აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. 15არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა. 16რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის. 17ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. 18აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. 19უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. 20რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი. 21ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? 22სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე. 23განმცადე მე, ღმერთო, და ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი. 24და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.

1განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან მიხსენ მე, 2რომელთა ზრახეს უჰსჯულოებაი გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა; 3აღილესეს ენაი მათი ვითარცა გუელისაი, და გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა. 4მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაი სლვათა ჩემთაი; 5დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის, 6და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე. 7ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 8უფალო, უფალო, ძალო ცხოურებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა. 9ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. 10თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი. 11დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაამხუნე იგინი გლახაკებითა, და ვერ დაუთმონ. 12კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი ცრუი ძვირმან მოინადიროს განსახრწნელად. 13უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი. 14ხოლო მართალთა აუარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდებაი.

1უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. 2წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. 3დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა. 4ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. 5მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა. 6დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან. 7ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა. 8რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა. 9მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?

1ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. 2განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 3მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 4ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 5ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 6მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 7გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.

1უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 2და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 4და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 6განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 7მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 8მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 10მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 12და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →