კანონი მეთექვსმეტე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა. 2კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. 3შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ. 4ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. 5უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი. 6საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. 7ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.
1აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა. 2დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი; 3აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. 4სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი. 5საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი. 6და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი. 7საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი, 8განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით. 9ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. 10დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
1ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად. 2ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს. 3დიდებაი და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. 4გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ. 5ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს. 6სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. 7ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის. 8განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი. 9განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა. 10ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს. დიდებაი.
1აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა. 2იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; 3მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი. 4მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაი მისი. 5ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს, 6და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 7რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი. 8რაითა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა; 9რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
1გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა. 2იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა. 3ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა. 9ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. 10ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. 12კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; 13პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, 14ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ, 15ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. 16ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა. 18სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა. 20უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი. 21აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. 22შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. 24ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა. 25არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
1შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი. 2რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას. 3გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე: 4უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ. 5დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 6მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ. 7რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან. 8სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდებაი.
1მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. 2და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 3რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? 4სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. 5ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 6პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი. 7უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ საკრველნი ჩემნი. 8შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო. 9ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 10ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.
1უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; 2რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.
1აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 5ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან? 7უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ; 9კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ. 10ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ. 11გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 12მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 13მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე. 14ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა: 16მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. 17არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. 18სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. 19განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. 20ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა. 21აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე. 26კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. 27ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. 28ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 29აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. დიდებაი.



