გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეოცე

1კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი. 2წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე. 3უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი. 4კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ. 5უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან. 6გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი. 7გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა. 8რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 9ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ. 10რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა. 11მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 12რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი. 13საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან. 14არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა. 15ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.

1აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 2ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 3დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ. 4ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. 5დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ. 6და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ. 7ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. 8შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. 10აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. 11დიდებაი სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან. 12უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდებაი დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი. 13სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 14განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. 15თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. 16აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. 17მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 18ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. 19ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი. 20დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. 21ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაი.

1აქებს სული ჩემი უფალსა. 2ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 3ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი. 4გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. 5ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა; 6რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; 7ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი; 8უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; 9უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს. 10სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.

1აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი. 2აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს. 3რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი. 4რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. 5დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი. 6შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე. 7აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა. 8რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; 9რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. 10არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს. 11არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.

1აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ; 2რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, 3რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ; 4რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი; 5დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის; 6რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს? 7მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი; 8რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა. 9არა უყო ესრეთ ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაი.

1აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. 2აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. 3აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი. 4აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი. 5აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს. 6და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს. 7აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; 8ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; 9მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; 10მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; 11მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 12ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; 13აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა. 14და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

1უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. 2იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. 3აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას. 4რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა. 5იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. 6ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა. 7ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, 8შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა, 9ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; დიდებაი ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

1აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა. 2აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა. 3აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა. 4აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა. 5აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა. 6ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაი.

უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა. და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა. განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა; ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →