გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ივდითითავი 1

16 მუხლი · ≈ 2 წთ

1ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, რომელიც მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში, არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,

2და ირგვლივ შემოავლო ეკბატანას გათლილი ქვებისგან ზღუდე სამი წყრთა სისქისა და ექვსი წყრთა სიგრძისა, და ქმნა მისი სიმაღლე სამოცდაათი წყრთა, სიგანე კი - ორმოცდაათი,

3და აღმართა ასწყრთიანი გოდლები მის კარიბჭეებთან და სამოცწყრთიანი საძირკველი ჩაუყარა,

4ააშენა მისი კარიბჭენი, სიმაღლით სამოცდაათი წყრთა და სიგანით ორმოცი წყრთა, მისი ძლევამოსილი ლაშქრის გასასვლელად და ფეხოსანთა განსაწყობად,

5იმხანად ბრძოლა გადაიხადა ნაბუქოდონოსორ მეფემ არფაქსად მეფის წინააღმდეგ დიდ ველზე (ეს არის ველი რეღუს საზღვრებში).

6მასთან შეიკრიბა მთის ყოველი მცხოვრები და ყველანი, ვინც ცხოვრობდნენ ევფრატის, ტიგროსის და ჰიდასპეს გაყოლებაზე და ველზე, სადაც არიოქი ელიმაელებზე მეფობდა. შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს მრავალი ტომი.

7დაუგზავნა აშურის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, მოციქულები სპარსეთის ყველა მცხოვრებს, დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიის, დამასკოს, ლიბანისა და ანტილიბანის მცხოვრებთ და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს,

8ქარმელის, გალაადის, ზემო გალილის და ესდრელონის დიდი ველის ხალხებს,

9ყველას, ვინც იყვნენ სამარიაში და მის გარშემო ქალაქებში, იორდანეს გაღმა იერუსალიმამდე, ბეთანიამდე, ხელუსიამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახაფნეხესამდე, რამსესამდე და მთელ გოშენის ქვეყნამდე,

10ზემო ტანისისა და მემფისის მისასვლელამდე, ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ეთიოპიის საზღვრებამდე.

11ყურად არ იღეს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებმა აშურის მეფის, ნაბუქოდონოსორის, სიტყვა და არ შეუერთდნენ მას საბრძოლველად, რადგან არ ეშინოდათ მისი, მათი მოწინააღმდეგე ერთი კაცისა, და ლანძღვა-გინებით გააბრუნეს უკან მისი გაწბილებული მოციქულები.

12ძლიერ განურისხდა ნაბუქოდონოსორი ყველა იმ ქვეყანას და დაიფიცა თავისი ტახტი და მეფობა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა და არამის საზღვრებზე, მახვილით მოსრავდა მათ და მოაბის ყოველ მცხოვრებს, ყამონიანებს, ყველა იუდაელსა და ყველა ეგვიპტელს ორი ზღვის საზღვრამდე.

13მეჩვიდმეტე წელს წაუძღვა იგი თავის ლაშქარს არფაქსად მეფის წინააღმდეგ, სძლია მას ბრძოლაში და უკუაქცია არფაქსადის მთელი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საბრძოლო ეტლები.

14დაეუფლა მის ქალაქებს, მიაღწია ეკბატანამდე, დაიპყრო ციხე-სიმაგრეები, გაძარცვა მისი ბაზრები და საგინებლად გახადა მისი მშვენიერება.

15არფაქსადი კი შეიპყრო რეღუს მთებში და თავისი ჰოროლით განგმირა, იმავე დღეს მოუღო ბოლო.

16გამობრუნდა ნინევეში მათთან ერთად - თავად იგი და მთელი მისი ლაშქარი - მეომართა აურაცხელი სიმრვლე. ისვენებდა და ილხენდა იგი ასოცი დღე თავის ლაშქართან ერთად.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →