ესთერითავი 10
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
2მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
3რადგან იუდაელი მარდოქაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, იუდაელთა შორის განდიდებული და დაფასებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავის ერისათვის და სიტყვის შემწევი მთელი თავისი მოდგმის სამშვიდობოდ.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



