ესთერითავი 10
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1და დაწერა მეფემანცა ასჳრეოს დასასრული ქუეყანისა და ჭალაკთა ზღჳსათა ჴელმწიფებისაებრ მისისა.
2სიმდიდრე სუფევისა მისისა და სიმჴნე ბრძოლათა მისთა... და მარდოქეოსთჳს და ორთა მათ საჭურისთა და ამანისთჳს ძჳრისმზრახველისა ჰურიათასა და ესთერისთჳს, და ვითარ-იგი იდიდა მარდოქე. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სპარსთა და უჟიკთასა, წიგნისსამარხავთა შინა შუშანს, ქალაქსა სამეუფოსა სპარსთა და უჟიკთასა, ასოცდაშვიდთა სოფელთა მისთასა
3ხოლო მარდოქე იპყრობდა ასჳრეოს მეფესა სპარსთა და უჟიკთასა, რომელ არს არტაქსექს. და იყო იგი წინაშე სპარსთა და უჟიკთა მეფობასა ასჳრეოსისასა და საყვარელ ყოველთა. და წინამძღვარ ჰურიათა და დიდებასა ყოველთა ნათესავთა მისთა მოატყუებდა. და თქუა მარდოქე: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რამეთუ მის მიერ არს ესე ყოველი, რამეთუ მომეჴსენა მე ჩვენებისა მის, რომელი ვიხილე, სიტყვათა ამათთჳს. და არა დააკლდა მათგანი სიტყვა ერთიცა, რამეთუ მცირე იგი წყარო, რომელი იქმნა მდინარე დიდ - ესთერ, რომელი შეირთო მეფემან. ხოლო ჴმანი იგი შფოთნი და ქუხილნი და ძრვანი და შეძრწუნებულნი ქუეყანასა ზედა წარმართთანი იგი არიან, რომელნი შეკრებილ იყვნეს ჩუენ ზედა წარწყმედად ჩუენდა. ხოლო ნათელი, რომელი გამობრწყინდა ჩუენ ზედა, და მდაბალთა შთანთქნეს დიდებულნი. სასჯელი ღმრთისაჲ არს, რომელი მიყო ჩუენ საუკუნემან, ოდეს-იგი შეკრბეს ჩუენ ზედა წარწყმედად სახელისა ჩუენისა წარმართნი. ხოლო ნათესავი ჩემი არს ისრაჱლი, რომელმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და ცხონდა ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე. და იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი და განმარინა ჩუენ უფალმან ყოველთა მათგან ბოროტთა. და განამართლა ღმერთმან სამკჳდრებელი თჳსი. და განარინა უფალმან ებრაელი, ერი თჳსი, რომელი გამოიყვანა ეგჳპტით ნათესავისაგან მაჭირვებელისა. ესე სასჯელი ღმრთისაგან იყო ჩუენდა მიმართ. და ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდნი, რომელი არასადა ექმნა ნათესავთა შორის ქუეყანისათა და ყვნა ნაწილნი ორნი: ერთი ერსა ღმრთისასა, და ერთი ყოველთა შორის წარმართთა. და გამოჰჴდეს, ორნი ესე წელნი ჟამად და დღედ სასჯელისა საუკუნისა ყოველთა შორის წარმართთა. მოიჴსენა უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი: და ყოველმან ერმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და თქვეს ჴელითა დიდითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, რომელმან მოიჴსენე აღთქუმა მამათა ჩუენთა მიმართ, ამინ. წელსა მეოთხესა მეფობასა პტოლემეოსისასა და კლეოპატრასსა შემოიღო დოსითეოს, რომელი იტყოდა ყოფად თავსა მღდელად და ლევიტელად, და პტოლემეოს, ძემან მისმან, წინაშე ესე ეპისტოლე ფრურეთა, რომელ არს ნაწილთა, რომელი თქუეს თარგმანებულად ლუსიმაქოსისაგან, რომელი იყო იერუსალიმს
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →



