გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 3

15 მუხლი · ≈ 4 წთ

1და განადიდა მეფემან არტაქსეს ამან მაკიდონელი, ადამასი ბუგანი, და აღამაღლა იგი და დაუდგნა საყდარნი უფროს ყოველთა მეგობართა მისთა.

2და ყოველნი თაყუანი-სცემდეს, რამეთუ მეფესა ებრძანა, რათა მოდრკებოდიან და თაყუანის-ცემდენ, რომელნი იყვნეს ქუეშე მეფობისა მისისასა ქუეყანასა ზედა, ხოლო მარდოქე არა თაყუანი-სცემდის.

3და ეტყოდეს მარდოქეს, რასათჳს არა ისმენს მეფის ბრძანებათა და არა თაყუანი-სცემს?

4უთხრა მარდოქემ, რამეთუ ჰურია ვარ და არა ჯერ-არს თაყუანის-ცემა ჩემდა. ხოლო მათ უთხრეს ამანს ვითარმედ მარდოქე წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა.

5ოდეს გულისხმა-ყო ამან, რამეთუ მარდოქე ჰურია არს და არა თაყუანის-სცემს, განიზრახა ფარულად

6და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.

7და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.

8და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი

9აწ, უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა და კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, ბრძანენ მეფემან წარწყმედა მათი და მომეც მე ნათესავი იგი წარწყმედად. და მე დავსწერო ფასისსაცავსა მეფისათჳს ჩემი ვეცხლი ბევრი ტალანტი.

10და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.

11და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა

12ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ

13და წარუძღვანეს წიგნები იგი ჴელითა მალედმსრბოლთაგან არტაქსექსისა სამეფოსა განრყვნად ყოველი ნათესავი ჰურიათა მეათოთხმეტესა თთვესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, და იავარის-ყოფად ნაყოფთა მათთა. მეფე დიდი ასვირეოს, რომელ არს არტაქსექს, სპარსთა და უჟიკთა, რომელნი ხართ ინდოეთითგან ეთიოპამდე ასოცდაშვიდთა სოფელთა, მთავართა და ადგილის ნახპეტთა, მორჩილთა ჩუენთა, ამას მიგიწერთ: მრავალთა ზედა ვეუფლე თესლთა და დავიპყარ ყოველი სოფელი. ესრეთ მენება, რათა არა სასტიკებასა ჴელმწიფებისასა, არამედ უსახიერეს და უმდოვრესად მარადის ყოფად დამორჩილებულთა მათ ზედა, უშფოთველად ოდესვე დაწყნარებულებით ცხორება და მეფობა მშჳდობით და განგებულებით სლვად, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა მოცემად განახლებად და სასურველი იგი ყოველთა კაცთა მშჳდობისა ვიკითხე მე თანამზრახველთა, ვითარძი გარდაჴდეს ესე სრულიად, რომელ-იგი ღირსებით ჩუენს წინაშე იქცევის და ერთგულებით უცვალებელად სარწმუნოება მტკიცე უჩუენებიეს? შემდგომი მეფისა პატივი მიუღებიეს ამანს. რომელნი შჯულთა ჩუენთა აღუდგებიან, უფროსად ყოველთა მიმართ თესლთასა მეფეთა ბრძანებასა გარდავლენ მარადის. არა თავს-ვიდე ჩუენმიერი განგებული მეფობისა დაწყნარება მათ მიერ ყოფად. ხოლო ნათესავი მჴდომი ყოველთა კაცთა შჯული მისი უცხო ცვალებით და ძნიად საცნაურით საქმეთა ჩუენთა მარადის უძვირეს იქმან ბოროტსა, რათა მეფობა ესე ჩუენი არასადა მშჳდობით იყოს, არცა ბრძოლა ჩანს წარმართებული. მარტოდ მთავრობისა თქუენდა მიწერილმან გაუწყოს ამანისმიერმან, რომელი განწესებულ არს საქმეთა ზედა მეორედ ჩუენსა შემდგომად მამისა ყოველთა ძირითურთ: ცოლით, შვილით, ტომითურთ, წარწყმედად მახჳლითა მტერთა თჳნიერ რომლისავე წყალობისა და რიდობისა. შუშანს ქალაქსა. საყოფელსა მეფისასა, განჰფინეს სახე ამის წერილისა. და აღმოიკითხა წერილი იგი მეათოთხმეტესა დღესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა მოსლვასა მის წელიწადისასა მოსრვიდა ყოველთა ჰურიათა მოტაცებად ჩჩჳლთა ყრმათა, რათა ჟამთა დაწყნარება იყოს თჳნიერ შფოთისა და მეფობა ესე ჩუენი მყუდროებით იყოს, და ცოცხლებით იყვენით.

14ხოლო მიწერილი წიგნისა ესე არს: ყოველი ქალაქი და ყოველი ადგილი მზა იყვნენ დღისა მისთჳს.

15და შეშფოთნეს ყოველნი შუშანს ქალაქსა შინა, ხოლო მეფე და ამან განეწყობოდეს, და შეიძრა იგი.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →