ესთერითავი 4
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!
2და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.
3და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.
4შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.
5ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.
6და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.
7ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,
8და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.
9და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.
10და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:
11ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე
12და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.
13და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?
14უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?
15და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:
16წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა
17და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ. ხოლო დაწერილი იგი პაჭენისსა მიეცემოდა სოფლად და სოფლად და ბრძანება მიეცა ყოველსა თესლებსა და ასწავებდეს საქმესა შუშანს შინა ქალაქსა, ხოლო მეფე და ამან განსცხრებოდეს. და შეშფოთებულ იყო ქალაქსაცა ზედა. და იყო გლოვა დიდი და სიმწარე ყოველსა ქალაქსა შინა, სადაცა დამკჳდრებულ იყვნეს ჰურიანი და მარდოქე, ევედრებოდეს უფალსა და მოახსენებდეს ყოველთა საქმეთა მისთა მათთჳს და იტყოდეს უფალო ღმერთო, მეუფეო მეუფებათაო: მფლობელო, ყოვლისა მპყრობელო! რამეთუ ჴელმწიფებასა შენსა ქუეშე არს ყოველი და არავინ არს, რომელი წინააღდგიდგეს შენ, გინდეს თუ ჴსნა სახლისა ისრაჱლისა, რამეთუ შენ, უფალო, შეჰქმენ ცანი და ქუეყანა და ყოველი განსაკჳრვებელი ცასა ქუეშე. უფალი ხარ ყოველთა და არავინ არს წინააღმდგომ შენ უფლისა, რამეთუ შენ ყოველი იცი და ნათესავი ისრაჱლისა შენ უწყი, უფალო, რამეთუ არა ამპარტავანებით, არცა გინებით, არცა დიდებისმოყუარებით ვყავ არცა თაყუანის-ცემა წინადაუცვეთელისა ამანისი, რამეთუ ჯერმცა-მიჩნდა ამბორის-ყოფა ბრჭალთა ფერჴთა მისთა ცხორებისათჳს სახლისა ისრაჱლისა, არამედ ვყავ ესე, რათა არა მივსცე დიდებაჲ კაცსა უწინარეს დიდებისა შენისა, ღმრთისა ჩემისა. არავის თაყუანის-ვეც შენსა გარეშე, უფლისა ჩემისა ჭეშმარიტისა, და არა თუ ვყავ იგი ამპარტავანებით. და აწ, უფალო ღმერთო, რომელმან აღუთქუ აღთქუმა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ჰრიდე ერსა შენსა ისრაჱლსა, რამეთუ განუჩინებიეთ ჩუენ განსარყუნელად და გული უთქუამსთ აღღებად და განრყვნად დასაბამითგან სამკჳდრებელი შენი. ნუ უგულებელს-ჰყოფ ნაწილსა შენსა, რომელი იჴსენ თავისა შენისა ქუეყანით ეგჳპტით. შეგესემინ ვედრება ჩუენი და ლხინება-ყავ სამკჳდრებელისა შენისა, და ნუ განირყუნებიან პირნი მაქებელთა შენთა. და ყოველმან ისრაჱლმან ძალითურთ მათით ღაღად-ყვეს ესე, რამეთუ სიკუდილსა ჰხედვიდეს წინაშე გულთა მათთა. და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული. და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე, რამეთუ ჭირი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს. მე მასმიეს, უფალო, ნათესავისაგან მამათა ჩემთასა მამულთაგან წიგნთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან იჴსენ სხვათაგან თესლთა, რომელნი განიყოფდენ მათ სამკჳდრებელად, და ყავ მათ თანა, რაოდენსაცა იტყოდე. და აწ ვსცოდეთ წინაშე შენსა და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა ამისთჳს, რამეთუ ვადიდენით კერპნი მათნი. მართალ ხარ შენ, უფალო! და აწ ვერა სარგებელ გუეყუნეს ჟამსა განმწარებულად კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაასხნეს ჴელნი მათნი ჴელთა მტერთა მათთასა, რათა აღიღონ ბრძანებული პირისა შენისა. და გარყვნენ სამკჳდრებელი შენი და დაუყონ პირი მაქებელთა შენთა. და დაშრიტონ დიდებაჲ სახელისა შენისა და საკურთხევლისა შენისა. და აღაღონ პირი წარმართთა სათნო-ყოფად ამაოთა და საკჳრველყოფად მეფე ჴორციელსა სწორად საუკუნოჲსა მის. და ნუ მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა, რომელნი-იგი არა არიან ღმერთ. და ნუცა მეცინიედ ჩუენ დაცემასა ჩუენსა, არამედ მიაქციე ზრახვანი მათნი მათთავე და რომელმან ესე ყო ჩუენ ზედა, განაოტე. მოიჴსენე წყალობა შენი, უფალო, და გამოგჳჩნდი და გამოგჳცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა. და ნუმცა მოვისრვით ჩუენ და მე კადნიერ მქმენ, მეუფეო ღმერთთაო და ყოვლისა მთავრობისა მპყრობელო, მოეც სიტყუაჲ მარჯუჱ პირსა ჩემსა და მოეც მადლი სიტყუათა ჩემთა წინაშე ლომისა ამის და გარდააქციე გული მისი სიძულილად მბრძოლისა ამის ჩუენისა აღსასრულად მის თანა შეთქმულთა მისთა. ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე, მარტოსა, რომელსა არა მაქუს შემწე, არამედ შენ მხოლო, უფალო! უფალო, შენ ყოველნი იცნი და უწყი, რამეთუ მძაგს საწოლი წინადაუცვეთელისა და მძულს დიდებაჲ უსჯულოჲსა. შენ იცი უნებელი ჩემი, რამეთუ მძაგს სახე ამპარტავანებისა. და აწ, უფალო, შენ ხარ ძლიერი ყოველთა ზედა, შეისმინე ჴმაჲ განწირულთა ღა მიჴსენ მე ჴელთაგან ბოროტისა! რომელმან არა ვჭამე ამანისა თანა და მეფისა სუმასა ზედა არა განვიხარე. და არცა ვსვი ღჳნო ნაზორევისაგან... და მჴევალი შენი მარადის არა განვსცხრებოდი მათ თანა, არამედ მხოლოდ შენ ღმერთსა ჩემსა ზედა ვიხარებდი... ღმერთო, ყოველთა ზედა ძლიერო. ვისმინე ჴმისა მათისა, რომელთა არა აქუს სასოება სხვა. ჩვენ გვიჴსენ ჴელთაგან ბოროტთასა. და მე შიშისა ჩემისაგან გამომიჴსენ.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →



