გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 8

17 მუხლი · ≈ 5 წთ

1მას დღესა შინა მიანიჭა ასვირეოს მეფემან ესთერს, რაოდენი მიენიჭა ამანისთჳს, და ყოველი მონაგები ამანისი. და ჰრქუა მეფემან ესთერს და მარდოქეს: რომელმან განმარინე მე ჴელთაგან მათ საჭურისთასა, და მისი ეზრახა წარწყმედა და არა იცოდა, რამეთუ მამა ჩემი არს. და მოუწოდა მარდოქეს მეფემან, რამეთუ უთხრა ესთერ მეფესა, ვითარმედ თჳსი მისი არს

2და მოიღო ბეჭედი მეფემან იგი, რომელი მიეღო ამანს, და მისცა იგი მარდოქეს. და დაადგინა ესთერ მარდოქე ყოველსა ზედა ხვასტაგსა ამანისასა.

3ხოლო მეფემან მოიყვანა მარდოქე. და დაადგინა ყოველსა ეზოსა თჳსსა. ხოლო ესთერ და მარდოქე ეტყოდეს მეფესა და შეუვრდეს ფერჴთა. და ევედრებოდეს, რათა მოისპოს ბოროტი იგი ამანისი და რაოდენი-იგი უყო ჰურიათა.

4და განირთხა მეფემან კვერთხი იგი და ოქროჲსა ქედსა ზედა ესთერისასა. და აღდგა ესთერ და წარდგა წინაშე მეფისა და ითხოა მისგან.

5და თქუა ესთერ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა და უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიავლინე და მოაქციე როარტაგები, რომელი წარსცა ამან დაწერილი წარწყმედისათჳს ჰურიათასა, რომელნი არიან სამეფოსა შენსა,

6ვითარმედ უკუე ვიხილო ძჳრი ერისა ჩემისა და ვითარ ძალ-მედვას. ცხორებად წარწყმედისა მამულისა ჩემისა?

7და ჰრქუა მეფემან ესთერს: უკუეთუ ყოველივე მონაგები ამანისა მიგანიჭე თქუენ და იგი აღვაბი ძელსა, რამეთუ ჴელნი მისნი განყვნა ჰურიათა ზედა (რაღასა ეძიებთ?)

8მისწერეთ თქუენცა სახელითა ჩემითა, ვითარცა გნებავსთ, დაბეჭდეთ ბეჭდითა ჩემითა, და არარა არს მათი სიტყჳს-გება.

9და მოუწოდეს მწიგნობარსა პირველსა მას თთვესა ნისანსა, რომელ არს ვარდობისა, ოცდასამსა მის თთჳსასა და მიუწერეს ჰურიათა, რაოდენი უბრძანა მეფემან მნეთა და მთავართა სოფლებისათა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშვიდთა მათ სამთავროთა სოფლად და სოფლად მათისაებრ ენად-ენადისა

10და დაიწერა ბრძანებითა მეფისათა და დაბეჭდეს ბეჭდითა მისითა და მიუძღვანეს წიგნები იგი მალემსრბოლთაგან, რამეთუ იდგნენ ჰურიანი მტკიცედ და უბიწოდ

11ყოფად სჯულითა მათითა. და შეეწიენით მათ და იჴმიენით წინა-აღმდგომნი მათნი და მბრძოლნი, ვითარცა მათ უნდეს, ერთსა შინა დღესა ყოველსა სამეფოსა ასვირეოს მეფისასა.

12მეათსამეტესა დღესა თთჳსა მის მეათერთმეტისასა, თთვესა ადარსა, რომელ არს იგრიკა, დაწერეს ქუემოდაწესებული იგი წიგნი, რომლისა სახე ესე არს. მეფე დიდი არტაქსექს ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდთა სოფელთა და ჴელმწიფეთა, რომელნი ჩუენ კერძოსა ზრახავთ სიხარულით და მრავალთა უფროსითა ქველის-მოქმედთა სიტკბოებითა ზედასაზედა პატივ-ცემულნი უდიდესად განლაღნეს. არა ხოლო დამორჩილებულთა ჩუენთა ეძიებდეს ბოროტის-ყოფად, რამეთუ სიმაძღრე ვერ უძლეს დათმენად, არამედ ქველისმყოფელთაცა მათთა შეჰყავს მანქანებით ბოროტის-ყოფად. მადლობა არა ხოლო კაცთაგან დააკლდეს, არამედ კეთილის უმეცრებისათჳს მონებით ამაღლდეს და ყოვლისმყოფელისა მარადის ღმრთისა წინაწარცნობისა საჯეს და ბოროტის სიძულილი განრინებად ვერ უძლეს, რომელნი მრავალგზის მრავალთაცა ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულთა მეგობართა საქმეთა ზედა დადგინებულთა საგენცობელად მათა ბრალეულ-ყვეს უბრალონი დათხევად სისხლამდე. და შეამთხვივეს ბოროტი მიუწდომელი ბოროტისა ჩვენებისა ტყუვილითა, რამეთუ შეურაცხ-ყვეს თჳთმპყრობელთა უმანკო და სახიერი გონიერება, ხოლო განზარხვა ჯერ-არს. არა ხოლო ესოდენ მიცემულთაგან ჩემ მიერ მიცემულთა ძველთა უწყებულთა, რაოდენ შემდგომთაგან არაღირსად აღსრულებული საქმისა, რომელნი უღირსად ჰმძლავრობდეს და ესევითართაგან უკეთურებისა მორჩილებად ამისა შემდგომად ბოროტის-ყოფადცა, არამედ სამეუფოსა დაწყნარება და ყოველთა კაცთა იყოს მშჳდობა. არღარა გვიჴმს უკეთურთა შესმენა; ხოლო პირსა წინაშე მხიარულსა სახიერებით ვსჯით მარადის. ნუ ჰგონებთ, რამეთუ გონება ჩემი ცვალებადი იყოს, არამედ ჟამი ცვალებადი არს, და განვაჩინებ წყალობასა. ხოლო უცხოქმნილი ჩუენგან ამან ამადოთესი ბუგანი მაკედონელი უცხო სპარსთა სისხლისაგანი იყო და ფრიად, განშორებული ჩუენგან. სიტკბოებასა მიემთხვივა ჩუენ კაცთმოყვარებისა ესეოდენ, ვიდრე მამადცა ჩუენდა სახელის-დებად და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და შემდგომი სამეუფო საყდარი დაეპყრა. რამეთუ ვერ თავს-იდვა სიმაძღრე და ჴელი შეჰყო მთავრობისაცა ჩუენისა დაკლებად ჩუენგან და ცხორებისაგან განშორება ჩუენი. ხოლო ჩუენისა მაცხოვრისა და მარადის ქველისმოქმედისა მარდოქესი და უბიწოსა მეფობისა ჩუენისა ესთერისა და ყოვლითურთ ნათესავით მათით მრავლითა სახითა მანქანებისა ზრახვათაგან ითხოვა წარწყმედისა მიცემად. რამეთუ ამათ სახეთაგან ჰგონებდა ყოფად ჩუენდა ოჴრად და უცხო საქმედ სპარსთა სიმტკიცისაგან მიქცევად იგი მაკედონიად. ხოლო ჩუენ სამგზის უბადრუკისა მის მიერ მიცემულთა თქუენდა ჰურიათა განსარყვნელად არა ვჰპოებთ ძჳრის-მოქმედად, არამედ სიმართლისა სჯულთა შინა მყოფ არიან. და ძენი არიან მხოლოსა და ჭეშმარიტისა მაღლისანი და დიდისა და მარადის ცხოვლისა ღმრთისანი, რომელმან წარგვიმართა მეფობა ჩუენი აქამომდე. კეთილთა აღთქმითა მამათა ჩუენთათა კეთილად უკუე ყავთ და ნუ ერჩით პირველ წარმოძღვანებულთა მათ თქუენდა წიგნთა ამანისმიერთა, რომლისათჳს იგიცა თჳთ ამის მოქმედებისათჳს ბჭეთა წინაშე შუშანისა ქალაქისათა დამოკიდებულ არს ძელსა, რამეთუ ადრე კუალად სასყიდელი მიაგო მას ყოვლისა მპყრობელმან და ბოროტისმოძულემან ღმერთმან. ხოლო სახე ესე წიგნისა ამის მიმოდვეს ყოველთა ადგილთა, ვითარმედ კადნიერად უტევეთ ჰურიანი მსახურებად თჳსთა სჯულთა. და თანაშეეწეოდეთ მათ, რათა, რომელნი-იგი ჟამსა ჭირისასა დაესხმოდენ მათ ზედა დღესა მეათსამეტესა თჳსა მის მეათორმეტისა, რომელ არს ადარი, მასვე დღესა, რამეთუ ამას შინა ყოველთა ძლიერმან ღმერთმან მოსრვისა წილ რჩეულისა ნათესავისა ებრაელთასა ყო სიხარული. და თქუენ სახლისა თქუენისათჳს განჩინებული ესე დღე და წელიწადი ყოველთა სიხარულითა გეპყრენ, რამეთუ აწ და ამისა შემდგომად ცხორება იყოს თქუენი საუკუნოდ ებრაელთა და ქველისმეტყველთა მათთჳს სპარსთა. ხოლო ყოველმან ქალაქმან გინა სოფელმან, რომელნი არიან ქუეშე სამეფოსა ჩემსა ყოვლითურთ, რომელმან არა ყოს ამის ბრძანებისაებრ, ლახურითა და ცეცხლითა განილიოს რისხვით; და იყოს იგი არა ხოლო კაცთაგან უვალ, არამედ მჴეცთაგანცა და ფრინველთა მიმდემად ყოველთა ჟამთა გარდარეულებისაგან ოჴრებისა.

13და ესე წიგნები მიმოედევინ თუალთა აღხილულად წინაშე ყოველთა ადგილთა სამეფოთა. და განმზადებულ იყუნედ ყოველნი ჰურიანი ამის დღისა ბრძოლისად მათდა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მათ ბრძოლად.

14და მივლინებულნი იგი მიიწივნეს სწრაფად, რომელნიცა მეფისა მიერ განწესებულ იყვნეს, ეგრეთვე მსგავსად შუშანსაცა შინა მიმოსდვეს ბრძანება ესე.

15ხოლო აღმჴედრებულნი იგი განვიდეს მსწრაფლ მეფისა ბრძანებასა აღსრულებად. და მარდოქე გამოვიდა სამეუფოთა შემოსილი სამოსლითა ძოწეულითა და გვირგვინი ოქროსი თავსა მისსა. ვითარცა იხილეს იგი რომელნი იყვნეს შუშანს შინა, განიხარეს ჰურიათა.

16და იყო ნათელ დიდ და მხიარულება ქალაქებსა და დაბნებსა,

17ვიდრეცა მიეცა ბრძანება იგი, იყო სიხარულ და სუმა და განცხრომა ჰურიათა. და მრავალნი წარმართთაგანნი წინადაიცვეთდეს და ჰურია იქმნებოდეს. და არავინ წინაღუდგებოდა მათ, რამეთუ ეშინოდათ ჰებრაელთაგან.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →