ტობითითავი 8
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.
2მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია.
3როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა.
4როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.
5დაიწყო ტობიამ და თქვა: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩვენთა, და კურთხეულია შენი წმიდა სახელი და განდიდებულია უკუნისამდე.
6შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო.
7და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება.
8თქვა ამის შემდეგ: ამინ.
9და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.
10ადგა რაღუელი, წავიდა და გათხარა საფლავი, თან ამბობდა: ნუთუ ესეც მოკვდება?
11შევიდა რაღუელი სახლში.
12და უთხრა ყადნას, თავის ცოლს: გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება.
13წავიდა მხევალი, გააღო კარი და ნახა, რომ სძინავს ორივეს.
14გამოვიდა და აუწყა, რომ ცოცხალია.
15აკურთხა რაღუელმა ღმერთი, თქვა: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, ყოველი წმინდა და ღვთაებრივი კურთხევით. გაკურთხონ შენ შენმა წმიდებმა, ყოველმა შენმა ქმნილებამ, ყოველმა შენმა ანგელოზმა, და რჩეელებმა გაკურთხონ შენ სამარადისოდ.
16კურთხეულ ხარ, სიხარული რომ მომანიჭე და ისე რმოხდა, როგორც მეგონა, არამედ მრავალი შენი წყალობა მოიღე ჩვენზე.
17კურთხეულ ხარ, რადგან შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. მოიღე მათზე, მეუფეო, წყალობა; მშვიდობაში, სიხარულში და წყალობებში გაატარებინე მთელი სიცოცხლე.
18მერე მოუხმო მსახურებს საფლავის ამოსავსესდ.
19გაუმართა მათ თოთხმეტდღიანი ქორწილი.
20ფიცი დაადებინა ტობიას რაღუელმა, არ წასულიყო ქირწილის დღეების გასრულებამდე, ვიდრე ქორწილის ოთხმეტი დღე არ გავიდოდა.
21მაშინ მიიღებდა ტობია რაღუელის ქონების ნახევარს და წავიდოდა მშვიდობით მამასთან. დანარჩენს კი მაშინ, როცა რაღუელი და მისი ცოლი დაიხოცებოდნენ.



