გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 7

15 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე

2სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს.

3წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით.

4და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით;

5კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.

6შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ.

7შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი ვაცი, ოთხასი კრავი;

8და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით.

9იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თითოეულ ბჭესთან.

10გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და ლევიანები.

11ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ ყველანი ერთად.

12ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის.

13ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა.

14ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე.

15რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →