მეორე ეზრათავი 5
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1ამის შემდგომ წასასვლელად აირჩიეს მამისსახლთა უხუცესნი მათი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი ყმები და მხევლები და მათი საქონელი.
2დარიოსმა გააყოლა მათ ათასი ცხენოსანი, რომ მიეცილებინათ იერუსალიმამდე მშვიდობით, მუსიკით, დაფდაფებითა და საყვირებით.
3ყველა მათი ძმა მხიარულობდა და მისცა მათ ნება მათთან ერთად წასულიყვნენ.
4აი, სახელები კაცთა, რომლებიც წავიდნენ მამისსახლთა მიხედვით ტომებად, უხუცესობის წესით.
5მღვდლები, ძენი ფინხასისა, ძისა აარონისა; იესო იოცადაკისა, ძისა სერაიასი, იოაკიმი ზერუბაბელისა, ძისა შალთიელისა, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან,
6რომელიც სპარსელთა მეფის დარიოსის წინაშე წარმოსთქვამდა ბრძნულ სიტყვებს მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველშა.
7ესენი არიან იუდაელთაგანნი, გადასახლების ტყვეობიდან გამოსულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადმოასახლა ბაბილონში,
8და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდას სხვა ადგილებში, თითოეული თავის ქალაქში, მოსულნი ზერუბაბელთან და იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რეყამიასთან, ნახმანისთან, მარდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან - წინამძღოლებთან ერთად.
9რიცხვი ხალხისა და მის წინამძღოლთა: ფოროსის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი.
10შაფატის ძენი - ოთხას სამოცდათორმეტი. არახის ძენი - შვიდას ორმოცდათექვსმეტი.
11ფახათმოაბის ძენი იესოს და იოაბის ძეთა ჩათვლით - ორი ათას რვაას თორმეტი.
12მეშულამისა ძენი - ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი. ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდა ხუთი. ზაქაის ძენი - შვიდას ხუთი. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდა ორი.
13ზებაის ძენი - ექვსას ოცდა სამი. ყაზგადის ძენი -ათას სამას ოცდა ორი.
14ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდა შვიდი. ზიგვაის ძენი - ორი ათას სამოცდა ექვსი. ყადინას ძენი - ოთხას ორმოცდა თოთხმეტი;
15ატერის ძენი, ძისა ეზეკიასი - ოთხმოცდათორმეტი. ძენი კილანისა და აზეტასი - სამოცდა შვიდი. ყაზერის ძენი - ოთხას ოცდათორმეტი.
16ხანანის ძენი - ას ერთი. არომის ძენი, ბეცაის ძენი - სამას ოცდა სამი. ხარიფის ძენი - ას თორმეტი.
17გიბყონის ძენი - სამი ათას ხუთი. ბეთლეების ძენი - ას ოცდა სამი.
18ნეტოფასგან - ორმოცდა თხუთმეტი; ყანათოთისგან - ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთ-ყაზამოთისგან - ორმოცდა ორი;
19კირიათ-იეყარიმისგან - ოცდა ხუთი. კაპირასისა და ბეროთასაგან - შვიდას ორმოცდა სამი.
20ქადიასნი და ამიდიოსნი - ოთხას ოცდა ორი.
21მიქმასისგან - ას ოცდა ორი. ბეტოლიოსისგან - ორმოცდათორმეტი. ნიფისის ძენი - ას ორმოცდა თექვსმეტი.
22კალამოლალოსის ძენი და ონუსის - შვიდას ოცდა ხუთი.
23სენაასის ძენი - სამი ათას სამას ოცდაათი.
24მღვდელნი: იედაყიას ძენი, ძისა იესოსი, ანასიბის ვაჟებთან ერთად - ცხრაას სამოცდა თორმეტი: იმერის ძენი - ათას ორმოცდა თორმეტი.
25ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.
26ლევიანები: ძენი იესოსი, კადმიელისა, ბანისა და ჰოდუიასისა - სამოცდათოთხმეტი.
27მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდა რვა.
28კარისმცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ჰატიტას ძენი და შობაის ძენი, სულ - ას ოცდაცხრამეტნი.
29ტაძრის მსახურნი: ესავის ძენი, ასიფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროს ძენი, სიყას ძენი, ფედაიას ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი,
30ყაკუბის ძენი, უტას ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბას ძენი, სამლაის ძენი, ხანანის ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი;
31იარის ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, ქასებას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ასარას ძენი, ბესაის ძენი, ასნას ძენი, მეყუნის ძენი, ნეფისიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, აქიბას ძენი, ხარეხურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბაცლითის ძენი.
32მეხიდას ძენი, კუთას ძენი, ხარშას ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,
33სოლომონის მსახურთა ძენი: ჰასოფერეთის ძენი, ფერუდას ძენი, თაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი, შეფატიას ძენი.
34ხატილის ძენი, ფოქერეთ-ხაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მაყასიაჰუს ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შეფატიას ძენი, ამონის ძენი.
35სულ ტაძრის მსახური და სოლომონის მსახურთა ძენი - სამას სამოცდათორმეტი.
36ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან და თელ-ხარშადან, წინამძღვარი მათი - ქერუთ-ადანი და იმერი,
37ვინც ვერ შეძლეს თავის მამების სახლთა და ტომთ უწყება, რომ ისრაელისგან არიან: ძენი ტუბანისა, ძისა დალანისა, ძენი ნეკოდასი - ექვსას ორმოცდათორმეტი.
38ხოლო მღვდელთაგან, რომლებიც სამღვდელო სამსახურს ასრულებდნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ: ძენი ხობაიასი, ძენი ჰაკოცისი, ძენი იოდდუსისა, რომელმაც ცოლად შეირთო ავგია, ასულთაგანი ბარზელაისა და მისი სახელით იწოდებოდა.
39რაკი ამათგანნი ძიების დროს საგვარტომო ნუსხაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისაგან.
40უთხრა მათ ნეემიამ და ჰათირშათამ არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა მღვდელმთავარი შემოსილი გამოცხადებითა და ჭეშმარიტებით.
41სულ იყვნენ ისრაელიანები თორმეტი წლიდან მოყოლებული, ყმათა და მხევალთა გარდა, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი: მათი ყმები და მხევლები - შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მგალობელნი და მეფსალმუნენი - ორას ორმოცდახუთი.
42აქლემი ოთხას ოცდათხუთმეტი და ცხენი შვიდათას ოცდათექვსმეტი, ჯორი ორას ორმოცდა ხუთი უფლის საქონელი ხუთიათას ხუთას ოცდახუთი.
43ზოგიერთმა მამისსახლთა თავკაცმა, როდესაც ისინი მოვიდნენ ღვთის ტაძარში, რომელიც იერუსალიმშია, აღთქმა დადო, რომ აღადგენდა სახლს მისსავე ადგილას, შეძლებისამებრ.
44შეიტანდა ტაძრის განძთსაცავში მშენებლობისათვის ათას ოქროს მნას და ვერცხლისას ხუთი ათასს და ას სამღვდელო სამოსელს.
45დაემკვიდრნენ მღვდლები და ლევიანები და ერისაგანნი იერუსალიმში და მის შემოგარენში, ხოლო მგალობელნი და კარისმცველნი და ყოველი ისრაელი - თავიანთ სოფლებში.
46მეშვიდე თვის დამდეგს, როცა იყვნენ ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში, შეიკრიბნენ ერთსულოვნად გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან.
47ადგა იესო, იოცედეკის ძე და მისი ძმები - მღვდელნი და ზერუბაბელი, შალთიელის ძე და მისი ძმები და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს,
48რათა შეეწირათ მასზე აღსავლენი, როგორც მოსეს, ღვთის-კაცის, წიგნში წერია.
49შეიკრიბნენ მათთან ამ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგან მტრობდნენ მათ და მძლავრობდნენ მათზე ხალხები იმ ქვეყნისა, და მოჰქონდათ მსხვერპლი დაწესებულ ჟამს და აღსავლენი უფლისათვის ცისკარზე და მწუხრზე.
50გადაიხადეს კარვობის დღესასწაული, როგორც დადგენილია რჯულის კანონში და სწირავდნენ ყოველდღე, განწესებისამებრ,
51და განუწყვეტელი შესაწირავი და მსხვერპლი შაბათთა, ახალმთავრობათა და ყველა წმიდა დღესასწაულისა.
52რომელთაც აღავლინეს აღთქმა ღვთისადმი მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, იწყეს მოტანა შესაწირავისა უფლისათვის, თუმცა ღვთის ტაძარი ჯერ არ აშენებულიყო:
53აძლევდნენ ვერცხლს ქვისმთლელებს და ხუროებს და საჭმელ-სასმელს, ურმებს - ციდონელებსა და ტვიროსელებს, რათა ტივით მოეზიდათ ლიბანიდან კედრის ძელები იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ პიროსმა, სპარსელთა მეფემ.
54მეორე წლის მეორე თვეს იერუსალიმის ღვთის ტაძარში მოსული ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო იოცედეკის ძე, და მათი ძმები, და მღვდლები და ლევიანები და ყველა გამოსული ტყვეობიდან შეუდგა
55ღვთის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას იუდაში და იერუსალიმში მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს, ახალმთვარობისას.
56დაუყენეს ლევიანები, ოცი წლიდან მოყოლებული, საუფლო საქმეებს და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, ძმა კადმიელი და იესო ემადაბუნის ძენი და ძენი იოადაყ ილიადუნის ძისა, ვაჟიშვილებთან და ძმებთან ერთად, ყველა ლევიანი ერთსულოვნად ღვთის სახლის შენების საქმეთათვის.
57და ააშენეს ამშენებლებმა უფლის ტაძარი. და დადგნენ შემოსილი მღვდლები მუსიკოსთა და საყვირთა თანხლებით, ხოლო ლევიანებს, ასაფის ძეთა, ეპყრათ დაფდაფები და უგალობდნენ უფალს და ადიდებდნენ დავით ისრაელის მეფის წესზე,
58უხმობდნენ უფალს გალობით მადიდებელნი, რომ მადლი მისი და დიდება უკუნისამდეა მთელს ისრაელზე.
59მთელი ხალხი საყვირს სცემდა და ღაღადებდა დიდი ხმით, ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის.
60მოვიდნენ ლევიანი მღვდლები და მათი მამისსახლთა წინამძღოლნი და უხუცესნი, რომლებსაც ენახათ უწინდელი სახლი, ახალ მშენებლობაზე, მოთქმითა და დიდი გოდებით,
61მრავალნი კი საყვირებითა და მხიარული ყიჟინით;
62მაგრამ ხალხს არ ესმოდა საყვირთა ხმა სახალხო მოთქმის გამო, თუმცა ბევრნი აყვირებდნენ ხმამაღლა და შორს ისმოდა.
63მოესმათ იუდასა და ბენიამინის ტომის მტრებს და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავდა საყვირთა ხმა.
64შეიტყვეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი უშენებენ ტაძარს უფალს, ისრაელის ღმერთს.
65მივიდნენ ზერუბაბელთან და იესოსთან და მამისსახლთა წინამძღვრებთან და უთხრეს მათ: ჩვენც ავაშენებთ თქვენთან ერთად;
66რადგან თქვენს მსგავსად ჩვენც ვუსმენთ თქვენს უფალს და ვწირავთ მას მსხვერპლს აშურელთა მეფის ასარხადონის დროიდან, რომელმაც გადმოგვასახლა აქ.
67უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსახლთა წინამძღვრებმა: ვერ ავუშენებთ თქვენ და ჩვენ ერთად ტაძარს უფალს, ჩვენს ღმერთს.
68რადგან ჩვენ თვითონ უნდა აღვუმართოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა ჩვენ კიროსმა, სპარსელთა მეფემ.
69ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და თავს ესხმოდნენ და აბრკოლებდნენ მშენებლობას.
70ვერაგობით და ხალხში შფოთის შეტანით ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას კიროს მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
71დაუბრკოლდათ შენება ორ წელს დარიოსის გამეფებამდე.



