გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 3

24 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მეფე დარიოსმა გაუმართა დიდი ლხინი ყველა თავის ქვეშევრდომს, ყველა თავის სახლეულს და მიდიისა და სპარსეთის ყველა დიდებულს,

2ყველა სატრაპს და მხედართმთავარს ქვეშევრდომი ქვეყნების განმგებელთ ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდ სამთავროში.

3ჭამეს და სვეს და კმაყოფილნი დაიშალნენ, ხოლო მეფე დარიოსი შევიდა საძინებელში, დაიძინა და მერე გაღვიძა.

4მაშინ სამმა ჭაბუკმა, მცველებმა, რომლებიც მეფის სხეულს იცავდნენ უთხრეს ერთმანეთს:

5ვთქვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თითო სიტყვა, - ვინც აჯობებს, და რომლის ნათქვამიც მეორისაზე ბრძნული აღმოჩნდება, მისცეს მას მეფე დარიოსმა დიდძალი საბოძვარი და დიდი ჯილდო.

6პორფირით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვამდეს, ოქროზე ეძინოს და ჰქონდეს ეტლი ოქროსაღვირიანი და თავსაბურავი ბისონისა, და მანიაკი ყელზე.

7დაჯდეს დარიოსის გვერდით თავისი სიბრძნის გამო და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს.

8მაშინ თითოეულმა დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და დასდო მეფე დარიოსის სასთუმალთან.

9როცა გაიღვიძებს მეფე, მისცემენ მას წერილებს და ვის სიტყვასაც მიიჩნევს უბრძნესად მეფე და სამი სპარსელი დიდებული, მას მიეცეს ძლევა, როგორც წერია.

10ერთმა დაწერა: უძლიერესია ღვინო.

11მეორემ დაწერა: უძლიერესია მეფე.

12მესამემ დაწერა: უძლიერესნი არიან დედაკაცნი, ხოლო ყოველივეს სძლევს ჭეშმარიტება.

13როდესაც მეფემ გაიღვიძა, აიღეს და მისცეს მას დაწერილი და წაიკითხა,

14და დაიბარა ყველა დიდებული სპარსეთისა და მიდიისა, და სატრაპნი და მხედართმთავარნი, მხარეების გამგებელნი და მრჩეველნი და დაჯდა სამსჯავროში, და მათ წინაშე წაკითხულ იქნა დაწერილი.

15თქვა: მოუხმეთ ჭაბუკებს და განმარტონ თავიანთი სიტყვები. დაძახებულ იქნენ და მოვიდნენ.

16უთხრა მათ: გვაუწყეთ დაწერილთა შესახებ.

17დაიწყო პირველმა, რომელიც ღვინის ძლიერებაზე ამბობდა, და თქვა ასე:

18კაცნო, როგორ სძლევს ღვინო ყოველივეს? ყოველ ადამიანს ებინდება გონება, ვინც მას დალევს.

19ერთ ჭკუაზე აყენებს მეფეს და ობოლს, მონასა და თავისუფალს, ღატაკსა და მდიდარს.

20ყოველ გონებას მოაქცევს ლხინისა და სიხარულისკენ და არ ახსენდება არავითარი მწუხარება და არავითარი მოვალეობა.

21ყოველი გულს აქცევს მდიდრად და არავის ახსოვს არც მეფე და არც სატრაპი და ყველას თავის ტალანტზე ალაპარაკებს.

22არ ახსოვთ, როცა თვრებიან, მეგობრებისა და ძმების სიყვარული და არც ისე იშვიათად იშიშვლებენ მახვილს.

23როცა გამოფხიზლდებიან ღვინისაგან, აღარ ახსოვთ, რა მოიმოქმედეს.

24ო, კაცნო, როგორღა არ არის ღვინო უძლიერესი, როცა აიძულებს ასე მოიქცნენ. თქვა ეს და დადუმდა.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →