სიბრძნე სოლომონისათავი 2
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ და მცირედ მწუხარე არს ცხოვრება ჩუენი და არა არს კურნება აღსასრულსა კაცისა, არა სადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით,
2რამეთუ თჳთ ჴელმწიფედ შევიქმნენით, ვითარცა არა ყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა, და სიტყუანი ნაბერწყალ ძრვითა გულისათა,
3რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სულნი დაჰჴსნდეს, ვითარცა მეუღლე აერი
4და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი. და წარვალნ ცხორება ჩუენი, ვითარცა კვალი ღრუბელთა...
5რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან.
6ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით.
7აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი.
8დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს.
9ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი.
10დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება.
11ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია.
12დავაპკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. და წინააუდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა სჯულისათა და მიმომდებს ჩუენ ცოდვათა სწავლისა ჩუენისათა,
13აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს.
14მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.
15მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.
16საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს,
17ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვცადოთ, რაჲძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.
18უკუეთუ არს მართალ ძე ღმრთისა, შეეწიენ მას და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთა მისთასა.
19ვნებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რათა ვცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა.
20სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყო მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა.
21ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ იგინი დააბრმნა უკეთურებამან.
22და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა, არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთა,
23რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა თჳსობისათჳს შექმნა იგი.
24შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.
* მცხეთურ ხელნაწერში არ არის და მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან: მუხლები 5–11.



