გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

ფსალმუნნითავი 86

7 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა . მისი საძირკველი წმიდა მთებშია.

2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.

3ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა .

4გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.

5სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.

6უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა .

7მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →