ფსალმუნნითავი 69
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.
2ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
3დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.
4დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
5ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
6ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.



