გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

ფსალმუნნითავი 144

21 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ხოტბა დავითისა . აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.

2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.

3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.

4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.

5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.

6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.

7ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.

8გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.

9კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.

10გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.

11შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.

12რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.

13შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.

14უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.

15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.

16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.

17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.

18ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.

19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.

20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.

21ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

144:13 — მუხლი ასო „ნუნ“-ზე

ფსალმუნი ებრაული ანბანის მიხედვითაა აგებული — ყოველი მუხლი შემდეგი ასოთი იწყება. „ნუნ“-ზე დაწყებული მუხლი („სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა…“) მასორეტულს აკლია, სეპტუაგინტაში კი არის.

მკვდარი ზღვის ხელნაწერები: ყუმრანის ფსალმუნთა გრაგნილში (11QPsa) ეს მუხლი ებრაულადაც არის.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →