გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

ფსალმუნნითავი 151

7 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მე უმცროსი ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.

2ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს აწყობდნენ.

3ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად მისმინა.

4თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა.

5ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ ინდომა უფალმა.

6მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან თავისი კერპებით.

7მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი. * ებრაული დედანი შემონახული არ არის; თარგმნილია ბერძნულიდან. ტექსტი არაკანონიკურია.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →