გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

ფსალმუნნითავი 119

7 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.

2უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.

3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?

4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.

5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.

6დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.

7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →