ფსალმუნნითავი 60
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.
2ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
3ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.
4რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
5ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა .
6რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
7დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.
8იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
9ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.



