გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2027

24 ოქტომბერი კვირა

ძველი სტილით — 11 ოქტომბერი

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი (I)

მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს.

ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.

ხსენება — სინაქსარის მიხედვით

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ცათა შინა არსებული ყოველივე. ხოლო ბოროტება ხილულია ისევე, როგორადაც ხილულია ქვეყანასა ზედა არსებული ყოველივე. სიკეთე ისეთი რამაა, რომლის შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია, მაგრამ ადამიანს, ვისაც გონიერება აქვს მონიჭებული ღმერთისაგან, შეუძლია სიკეთე ამოირჩიოს თავისთვის. ერთს მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი ღმერთისა და მისი ქმნილებების შეცნობისა.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain