10 ოქტომბერი კვირა
ძველი სტილით — 27 სექტემბერიდღეს
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)›
- წმიდა მოციქულნი: მარკოზი, არისტარქოსი და ზინა - სამოცდაათთაგანნი (I)›
- წმიდა მოწამე ეპიქარია (III)›
- ღირსი ეგნატე (+963-975)›
- ღირსი საბატი სოლოვკელი (+1435)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არა ჯერ-არს ზედმეტი სახმარის შეძენა, და თუ აქვს ზედმეტი რამ, მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ყოველივე ნივთიერი და ამქვეყნიური ხრწნადი და წარმავალია; ან წარტაცებენ, ან თვითონვე დაჰკარგავს რაიმენაირად, ან დაიქცევა, თუკი იგი შენობაა. ამიტომაც, როცა კი შემთხვევა მიეცემა, არ უნდა ისულმოკლეოს და გულუხვად გასცეს თავისი სიმდიდრე, როგორც წმიდა სახარება გვასწავლის.
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain







