20 ოქტომბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 7 ოქტომბერიდღეს
ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)›
- წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი (+290-303)›
- წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი (I)›
- წმიდა მოწამე პელაგია ტარსელი (+290)›
- წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი (IV)›
- ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ღვთაებრივი განგებულებითაა ამქვეყნად ყოველივე, რაც კი არსებობს და მოქმედებს. ღვთის მიერ დადგენილი წესით განუხრელად არესრულება ამქვეყნად, მაგალითად, ის, რომ მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის, ხოლო მიწა კი შესაფერ დროს თავის ნაყოფთ გამოიღებს, და ეს ყოველივე ადამიანისათვის დაებადა და მისთვის ხდება.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain










