8 ოქტომბერი პარასკევი
ძველი სტილით — 25 სექტემბერიდღეს
წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)›
- ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)›
- ღირსმოწამე პაფნუტი მეგვიპტელი და მის თანა 546 მოწამენი (III)›
- მიცვალება სერგისა - რადონეჟელ იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (+1392)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
რისთვის არსებობს ადამიანი? რა მიზნით შეჰქმნა იგი ღმერთმა? - იმისთვის, რომ შეიცნობს რა ღვთის ქმნილებებს, მან თვით ღმერთი იხილოს და ადიდებდეს თავის შემოქმედს, რომელმაც ყოველივე ადამიანისთვის შეჰქმნა. ღმერთის სიყვარულს მიპყრობილი გონება ადამიანისა, ღვთთისმოყვარე და ღმერთისაგანაც სათნო-ყოფილი, - არის უხილავი სიკეთე, ღირსეულთ რომ მოემადლება ხოლმე ღმერთის მიერ სათნო და კეთილმსახური ცხოვრებისათვის.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain








