6 ოქტომბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 23 სექტემბერიდღეს
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი›
- ღირსნი - ქსანთიპა და პოლიქსენია (+109)›
- წმიდა მოწამე ირიადა ქალწული (+დაახლ. 308)›
- წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
გონიერი კაცი, რომელიც მარად იმაზე ფიქრობს, რომ ღმერთთან იყოს და მას ეზიაროს, არასდროს არ მიეჯაჭვება არაფერს მიწიურს, ანუ დაკნინებულს, არამედ თავისი გონება ყოველთვის ზეციურისა და მარადიულისაკენ აქვს მიმართული, რადგანაც იცის - ღმერთის ნებაა მიზეზი ყოველივე კეთილისა და წყარო საუკუნო ნეტარებისა ადამიანისათვის, და ამ უზენაესი ნებით ღმერთისა დადგენილია ხსნა კაცთა მოდგმისა.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain










