
წმიდა პიროს ბრეთელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)
წმიდა პიროს ბრეთელმა , „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული.
საეკლესიო მატიანე მოგვითხრობს: „წმიდა პიროს ბრეთელმა, ღვთაებრივმა ხატმან სინანულისამან, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე — დაჰყო ზემო ქართლს დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა“.
ბრეთის ეკლესიაშივეა დასვენებული მისი წმიდა ნაწილები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენებას 28 მაისს (ძვ. სტ. 15 მაისს) აღნიშნავს.




