გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
წმიდა მიქაელ ულუმბოელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)
წმ. მიქაელ ულუმბოელი — ანანურის ტაძრის ფრესკა · Surprizi · CC BY-SA 3.0 · Commons
წმინდანები · 13 ასურელი მამა

წმიდა მიქაელ ულუმბოელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)

≈ 1 წთ

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

ქართლში ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად მოვიდა და ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა. იქიდან საქადაგებლად გამოსული სოფელ ულუმბოსთან დამკვიდრდა და მდინარე ალისწყალთან მონასტერი ააშენა.

სავანეს არაერთხელ შემოესია მტერი, ამიტომ მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროები დაკარგულია. აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენებას 1 ივლისს (ძვ. სტ. 18 ივნისს) აღნიშნავს.

სულიერი ლიტერატურა — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →