გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

იობითავი 25

6 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

2ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.

3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?

4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?

5აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!

6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →