გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

იერემია წინასწარმეტყველითავი 45

5 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს.

2ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ!

3გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო.

4ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა!

5შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის უძველეს ხელნაწერებში იერემია მერვედით მოკლეა და უცხო ხალხთა შესახებ წინასწარმეტყველებები სხვა რიგითაა; მკვდარი ზღვის ებრაულ ხელნაწერებში (4QJerb, 4QJerd) სწორედ ეს მოკლე სახეა. მცხეთური ხელნაწერი იერემიას ვრცელ ტექსტს გადმოგვცემს; აქ ორივე ტექსტი ერთი რიგით და ნუმერაციითაა.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →