იერემია წინასწარმეტყველითავი 45
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.
2ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ,
3რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე.
4ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით.
5და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის უძველეს ხელნაწერებში იერემია მერვედით მოკლეა და უცხო ხალხთა შესახებ წინასწარმეტყველებები სხვა რიგითაა; მკვდარი ზღვის ებრაულ ხელნაწერებში (4QJerb, 4QJerd) სწორედ ეს მოკლე სახეა. მცხეთური ხელნაწერი იერემიას ვრცელ ტექსტს გადმოგვცემს; აქ ორივე ტექსტი ერთი რიგით და ნუმერაციითაა.
შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →



