იერემია წინასწარმეტყველითავი 47
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი, ვიდრე ფარაონი ღაზას დააქცევდა.
2ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი.
3მისი რაშების თქარათქურზე, მისი ეტლების გრუხუნზე, თვლების გარიალზე მამები ვეღარ მოხედავენ შვილებს, რადგან ხელები ჩამოუცვივდებათ.
4იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს- ქაფთორის კუნძულს.
5გაქაჩლდა აზა, გატიალდა აშკელონი და მათი ხეობის ნატამალი. როდემდის უნდა იწყლულებდე თავს?
6ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი.
7როგორ დაცხრები? უფალმა მიუშვა აშკელონზე და ზღვისპირეთზე. იქ განაწესა.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის უძველეს ხელნაწერებში იერემია მერვედით მოკლეა და უცხო ხალხთა შესახებ წინასწარმეტყველებები სხვა რიგითაა; მკვდარი ზღვის ებრაულ ხელნაწერებში (4QJerb, 4QJerd) სწორედ ეს მოკლე სახეა. მცხეთური ხელნაწერი იერემიას ვრცელ ტექსტს გადმოგვცემს; აქ ორივე ტექსტი ერთი რიგით და ნუმერაციითაა.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



