გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
სხვადასხვა საჭიროებისთვის

ლოცვა კაცისა, რომელი იტანჯების ლოცვის ჟამს გონებაგაფანტულობითა, უყურადღებობითა და მცონარებითა

გაფანტული გონებაჲ ჩემი მომიკრიბე უფალო და ყინელი გული ჩემი განსწმიდე, ვითარცა პეტრეს მომეც მე სინანული, ვითარცა მეზვერეს ღაღადი, და ვითარცა მეძავსა ცრემლნი და დიდითა ხმითა გიხმობ შენ, ღმერთო, მიხსენ მე, ვითარცა მხოლო ხარ სახიერ და კაცთმოყვარე.

უფალო, უკუეთუ ლოცვაჲ ესე რომელი აღმოვიკითხე დახსნილობითა და გონებაგაფანტულობითა, შემინდევ და მაცხოვნენ მე მოწყალებითა შენითა.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →