ლოცვა მოშუღლეთა შერიგებისათვის
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →გმადლობთ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ხელმწიფეო საუკუნეთაო და მომცემელო ყოვლისა სიკეთისაო, რომელმან დაარღვიე ზღუდენი მტერობისანი და ადამის ძეთა მშვიდობაჲ მოჰმადლე, აწცა მოეც მშვიდობაჲ მონათა შენთა, დაჰნერგე მათ შორის შიში შენი და ურთიერთარს სიყვარული განამტკიცე: დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაჲ, რამეთუ შენ ხარ მშვიდობაჲ ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



