18 სექტემბერი შაბათი
ძველი სტილით — 5 სექტემბერიდღეს
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)›
- წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა (+98-138); წმიდა მოწამე სარვილე›
- წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)›
- წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი (+361-363)›
- წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი სასულიეროთაგანნი - ნიკომიდიას წამებულნი (+370)›
- წმიდა მოწამე აბდე (აბიდე), სპარსეთში წამებული (V)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისათვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო სჩადის.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain









