25 აგვისტო ოთხშაბათი
ძველი სტილით — 12 აგვისტოდღეს
ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851)›
- წმიდა მოწამენი: ფოტიოსი, ანიკიტე და მრავალნი მათ თანა (+305)›
- მღვდელმოწამე ალექსანდრე კომანელი ეპისკოპოსი (III)›
- წმიდა მოწამენი პამფილე და კაპიტონი›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain







