16 აგვისტო ორშაბათი
ძველი სტილით — 3 აგვისტოდღეს
პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)›
- ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)›
- ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)›
- ღირსი კოზმა განდეგილი (VI)›
- ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი (+1147)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain








