13 აგვისტო პარასკევი
ძველი სტილით — 31 ივლისიდღეს
ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082)›
- მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)›
- წმიდა იოსებ არიმათიელი (I)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain






