25 თებერვალი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 12 თებერვალიდღეს
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა›
- წმიდანი: პროხორე ქართველი (XI); ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე) (+1273); ნიკოლოზ დვალი (+1314) და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი - იერუსალიმის ქართველთა მონასტერში ცხოვრებულნი›
- წმიდა მელეტი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381)›
- წმიდა ანტონი კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+885)›
- ღირსი მარინი და მამა მისი ევგენი (VI)›
- წმიდა ალექსი, საკვირველთმოქმედი, მოსკოვის მიტროპოლიტი (+1378)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
— წმიდა ეფრემ ასური · #
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain













