5 თებერვალი პარასკევი
ძველი სტილით — 23 იანვარიდღეს
მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)›
- ღირსი მაქსიმე ასურელი (IV)›
- ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400)›
- წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი (+431)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.
— ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) · #
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain





