11 თებერვალი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 29 იანვარიდღეს
ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ამ წლის დეტალური ხსენებები ჯერ არ გამოქვეყნებულა — ნაჩვენებია გამოთვლილი მონაცემები.
ხსენება — სინაქსარის მიხედვით
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ჯვრის გამოჩინებაჲ, რომელი კონსტანტი მეფეს გამოუჩნდა ზეცით›
- წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)›
- აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღვთივშემოსილისა (+107)›
- მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბო, იულიანე, პალიგორი (+297)›
- მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი (+312)›
- ღირსი აფრაატი (+370)›
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
თუკი გვმართებს ხორციელი მამის სიყვარული და მათთვის პატივის მიგება, რაოდენ მეტად უნდა გვიყვარდეს და პატივი მივაგოთ სულიერ მამას, რომელმაც ყოფიერებიდან კეთილყოფიერებაში გადაგვიყვანა, ცნობის სინათლე განგვიცხადა... განგვაახლა ბანვითა მეორედ შობისათა, აღდგომისა და უკვდავების სასოება ჩაგვინერგა.
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain







