გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ხატი: წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925)
ხატი: karibche.ge
იხსენიება 16 მაისი · 29 მაისი ახ. სტ.

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925)

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი კონსტანტინეპოლელი პატრიარქი იყო, ზედწოდება მისტიკოსი (საიდუმლო საბჭოს უმაღლესი მოხელე) მას სამეფო კარზე ამ საბჭოში მსახურებისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღსაყდრდა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I-ის ეკლესიიდან განკვეთისთვის წმიდა ნიკოლოზს ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. 911 წელს, უსჯულო თვითმპყრობელის მიცვალების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აღსრულებამდე მშვიდობით განაგებდა ეკლესიას.

ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →