
აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სტუდიელისა (+845) და ძმა მისი იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+830)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) სტუდიტის მონასტრის წინამძღვარი იყო VIII-IX საუკუნეებში. ხატმებრძოლთაგან დევნილი ხერსონესში გარდაიცვალა 826 წელს. 26 იანვარს იდღესასწაულება მისი უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინეპოლში.
წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო: მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) ხელმძღვანელობით, შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (780-797) უსჯულო ქორწინებაში, ილაშქრებდა ხატმებრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი შეუპოვრობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა, შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდიტის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.



