გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · სჯულის წიგნები

გამოსვლათავი 37

29 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.

2მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

3ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.

4დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.

5გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.

6გააკეთა სახურავი წმიდა ოქროსაგან; სიგრძე ორწყრთანახევარი ჰქონდა, სიგანე - წყრთანახევარი.

7გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა.

8ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე.

9ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.

10გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.

11ხალასი ოქროთი მოჭედა და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

12ირგვლივ ერთი მტკაველი კედელი გაუკეთა და კედელსაც ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

13ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და ოთხსავე კუთხეზე ოთხ ფეხთან დაამაგრა.

14კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელი იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ.

15გააკეთა ურთხელის კეტები, ოქროთი მოჭედილი, ტაბლის სატარებლად.

16გააკეთა ტაბლის ჭურჭელი: თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი საწდეები ხალასი ოქროსგან.

17გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.

18ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან.

19ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.

20სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.

21ერთი კოკორი ორ რტოს ქვეშ, ერთი კოკორიც ორ რტოს ქვეშ; ასე ექვსივე რტოსთვის, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.სეპტუაგინტაში არ არის

22მისი კოკრები და რტოები მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ჭედური იყო ერთიანი ხალასი ოქროსი.სეპტუაგინტაში არ არის

23გაუკეთა შვიდი ლამპარი და მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან.

24ერთი ქანქარი ხალასი ოქროსგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.სეპტუაგინტაში არ არის

25გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.სეპტუაგინტაში არ არის

26ხალასი ოქროთი მოჭედა იგი, მისი სახურავი, კედლები ირგვლივ და რქები; ოქროს გვირგვინი მოავლო გარშემო.სეპტუაგინტაში არ არის

27ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.სეპტუაგინტაში არ არის

28დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.სეპტუაგინტაში არ არის

29დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.სეპტუაგინტაში არ არის

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →